ნოდარ ტურძელაძე - ხუთი წელია, ვაკის გამგებელი ვარ, კარგად ვიცი, რაიონის პრობლემები და გამოწვევები, საპარლამენტო პლატფორმიდან მათ დაძლევაზე ვიმუშავებ
„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის უნარი შესწევს, – ამის შესახებ ნოდარ ტურძელაძემ განაცხადა, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
ტურძელაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა 2020 წლის არჩევნებში მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს.
„დარწმუნებული ვართ, 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობა მხარს კვლავ დაგვიჭერს და არჩევანს გააკეთებს ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარება-უსაფრთხოებისთვის და ქვეყნის წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს. ხუთი წელია, ვაკის გამგებელი ვარ, კარგად ვიცი, რაიონის პრობლემები და გამოწვევები და საპარლამენტო პლატფორმიდან ვიმუშავებთ გამოწვევების დაძლევაზე“, – განაცხადა ტურძელაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.