ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს.
პანაშვიდი დღეს მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა, სადაც ოჯახს მსახიობის კოლეგებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსახიობის თაყვანისმცემლებმა მიუსამძიმრეს.
ნოდარ მგალობლიშვილი, რომლის კარიერას არაერთი როლი უკავშირდება, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.