ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში კალანდა აღნიშნეს
ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში კალანდა აღნიშნეს

პროექტ „გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში კალანდა აღნიშნეს. მას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივებმა შემოქმედებითი კოლექტივები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„მინდა, სრულიად საქართველოს, გურიის რეგიონის ყველა მცხოვრებს მივულოცო კალანდა. ეს ლამაზი დღესასწაული გურიაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა და ასეა დღესაც. გილოცავთ და გისურვებთ 2018 წელი ყოფილიყოს თქვენი ოჯახებისთვის მშვიდობის, სიკეთის და კეთილდღეობის მომტანი“, – განაცხადა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.