ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქეთევან დუმბაძისადმი მილოცვას აქვეყნებს
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქეთევან დუმბაძისადმი მილოცვას აქვეყნებს

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქეთევან დუმბაძისადმი მილოცვას აქვეყნებს. მილოცვა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს წარმატებას ვუსურვებთ. ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში. როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა.

ქეთევან დუმბაძე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ლიტერატურული სფეროს მრჩევლად და არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა თანამედროვე ლიტერატურის, წიგნისა და ავტორთა პოპულარიზაციისთვის.

პროექტით „ცოცხალი წიგნები“, უკვე აღიარებულ თუ ახალბედა ავტორებთან ერთად, მან საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა. თანამედროვე ავტორები, უკვე მერვე წელია, ხვდებიან საზოგადოებას, მკითხველებს, ახალგაზრდებს საქართველოს ყველა კუთხეში, უნივერსიტეტებში, სახლ-მუზეუმებში, სკოლებში. ამავე პროექტის წიაღში შეიქმნა „მწერლის თეატრიც“, რომელიც თავდაპირველად მარჯანიშვილის თეატრში იმართებოდა, ახლა კი თუმანიშვილის თეატრში იმართება. ამავე პროექტით, ქართველი ავტორები მონაწილეობენ ლიტერატურულ ფესტივალებში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, ისრაელში, თურქეთში, ხვდებიან ქართულ სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს, მონაწილეობენ მთარგმნელობით ვორქშოპებში. ქართველი ავტორების არაერთი კრებული გამოიცა უცხოეთში, რომელთა თარგმანის ხელშეწყობაც სწორედ „ცოცხალი წიგნების“ მეშვეობით ხორციელდება.

ქეთევან დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა 120-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერლის ვიდეოპორტრეტი და უნიკალური ვიდეოფონდი. ასევე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ჭაბუა ამირეჯიბზე, მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად.

სახელმწიფო ლიტერატურული კონკურსები („ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში, „მუზა“) მისი უშუალო ინიციატივით ან აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა.

და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია: ნებისმიერ პროექტში, კონკურსში, ფესტივალსა თუ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ქეთევან დუმბაძეს არასოდეს შეურჩევია ხელოვანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით.

ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა იმ საქმეებისა, რაც ქართული მწერლობის წინსვლისთვის ქეთევან დუმბაძეს დღემდე გაუკეთებია.

საყოველთაოდ ცნობილია ქეთევან დუმბაძის საუკეთესო პიროვნული თვისებები – სიკეთე, გულისხმიერება, ურთიერთობის იშვიათი უნარი… სხვადასხვა თაობის უამრავ ქართველ მწერალს პირადად უგრძვნია მისი გამორჩეული ყურადღება და გულისხმიერება.

ვულოცავთ ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებას ქართული კულტურის სასიკეთოდ.

1. ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი; 2. ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრეზიდენტი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 3. დიმიტრი ხვთისიაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 4. რობერტ სტურუა, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 5. ბადრი მაისურაძე, ოპერის მომღერალი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 6. გიორგი დონაძე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, მუსიკოსი, ანსამბლ „ბასიანის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 7. ლევან ბრეგაძე, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი; 8. ნინია სადღობელაშვილი, მწერალი, დრამატურგი, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე (2023); 9. ლომგულ მურუსიძე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი; 10. მირიანე (გურამ) ოდიშარია, მწერალი, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი; 11. ირაკლი სამსონაძე, დრამატურგი, მწერალი; 12. მაყვალა გონაშვილი, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; 13. ბაღათერ არაბული, პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე; 14. გურამ ბათიაშვილი, დრამატურგი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; 15. სვიმონ ჯანგულაშვილი, მუსიკოსი, დირიჟორი, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი, საქართველოს კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი; 16. ლალი სეთურიძე, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე; 17. ალექსანდრე ქანთარია, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 18. გიორგი გეგეჭკორი, მხატვარი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 19. ბელა შალვაშვილი, მწერალი, „შაჰნამეს“ მთარგმნელი ქართულ ენაზე; 20. გიორგი კალანდია, ისტორიკოსი, საქართველოს ხელოვნების სასახლის – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი; 21. ყარამან ქუთათელაძე, მხატვარი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი; 22. გიორგი ხარებავა, კინორეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი; 23. გიორგი სიხარულიძე, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 24. ნანა ფაჩუაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი; 25. რამაზ იოსელიანი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი; 26. ირინე ლომინაძე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 27. შერმადინ ჭკუასელი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 28. ლერი ალიმონაკი, კრიტიკოსი, მწერალი, მთარგმნელი; 29. რაულ ჩილაჩავა, მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი; 30. მიშო ჯავახიშვილი, მომღერალი, ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 31. მანანა კვაჭანტირაძე, ლიტერატურათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი, პროფესორი; 32. რამინ მიქაბერიძე, მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, „ხელოვნების ქურუმი“; 33. ამირან არაბული, ფოლკლორისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი; 34. მანანა პაიჭაძე, გერმანისტი, ფილოლოგი; 35. მარიამ ხუცურაული, მწერალი, პრემია „საბას“ ლაურეატი; 36. ლევან თაქთაქიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი; 37. გიორგი თავაძე, რეჟისორი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 38. გოჩა კაპანაძე, რეჟისორი, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 39. პაატა გულიაშვილი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი; 40. ნიკოლოზ საბაშვილი, რეჟისორი, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, პრემია „დურუჯის“ ორგზის ლაურეატი; 41. ირაკლი კიკვაძე, რეჟისორი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 42. იოანე ხუციშვილი, რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 43. ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, რეჟისორი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 44. ნინო ხოფერია, მკვლევარი, დოკუმენტალისტი; 45. ლევან ლორია, მწერალი; 46. გიორგი ლობჟანიძე, პოეტი, მთარგმნელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 47. მარიამ წიკლაური, პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“, პრემია „ანას“, იაკობ გოგებაშვილის პრემიების ლაურეატი; 48. ფარნაოზ რაინაული, ჟურნალ „ოლეს“ რედაქტორი; 49. ნორა სიხარულიძე, მწერალი, პრემია „ანას“ ლაურეატი; 50. ნოდარ არდოტელი, მწერალი, ფილოლოგი; 51. მანანა კარტოზია, გამომცემელი, გამომცემლობა „სეზანის“ დირექტორი; 52. ლია მეტრეველი, გამომცემელი, გამომცემლობა „საქწიგნის“ ხელმძღვანელი; 53. სალომე კაპანაძე, მწერალი, ფილოლოგი; 54. გივი ჩიღვინაძე, მწერალი, ფილოლოგი; 55. ნინო მშვიდობაძე, მწერალი; 56. გიორგი სოსიაშვილი, მწერალი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 57. ვახტანგ ნიკოლავა, რეჟისორი, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 58. დავით ნიკოლაძე, რეჟისორი, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 59. ვახტანგ ჯუღელი, რეჟისორი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 60. ნაირა მარშანია, აფხაზეთის მწერალთა სახლის ხელმძღვანელი; 61. მარინე ცხვედიაშვილი, მწერალი, ქვემო ქართლის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე; 62. საბა ასლამაზიშვილი, რეჟისორი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სიღნაღის თეატრალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი; 63. მანანა ბერიკაშვილი, რეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 64. დავით ანდრიაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ „თეატრის“ მთავარი რედაქტორი; 65. გელა ფოცხიშვილი, საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 66. ბადრი ქუთათელაძე, მწერალი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; 67. ჯემალ კუხალაშვილი, მხატვარი, მწერალი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; 68. ეკა ჭკუასელი, ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი; 69. ირაკლი გოგია, რეჟისორი, თბილისის ალექსანდრე ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 70. გურამ ცერცვაძე, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე; 71. გიორგი შავერზაშვილი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე; 72. ლაშა ჩხარტიშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამების დირექტორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 73. გიორგი ყაჯრიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; 74. ლევან როხვაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების ხელმძღვანელი, თოჯინების სახელწიფო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე; 75. მიხეილ მრევლიშვილი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, თბილისის სანდრო მრევლიშვილის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 76. ელენე მაცხონაშვილი, რეჟისორი, პრემია „დურუჯის“ მფლობელი; 77. ვახტანგ ფილფანი, ლოტბარი, ანსამბლ „რიჰოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი; 78. ვანო იანტბელიძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, თეატრალური საზოგადოების ქართლ-კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი; 79. ლელა რაზიკაშვილი, ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელი; 80. დავით შემოქმედელი, პოეტი, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი; 81. გეგი ფალიანი, მსახიობი, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების სვანეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი; 82. თამაზ დაუშვილი, ამბროლაურის მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელი, თეატრალური საზოგადოების რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი; 83. ივანე ჩხაიძე, ანსამბლ „ერისიონის“ პროექტებისა და ღონისძიებების მენეჯერი; 84. გიორგი გურგულია, კინომსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 85. ხალხური სიმღერის ანსამბლი „დიდგორი“; 86. ზაზა ჯინჭარაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი; 87. ნინო (დოდო) ხურცილავა, თეატროლოგი, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 88. მაია მიქაბერიძე, მუსიკოსი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გუნდის „საგალობელი“ ხელმძღვანელი; 89. გაბრიელ მდინარაძე, საქართველოს სახალხო არტისტი, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 90. პავლე ნოზაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი; 91. ნუგზარ ყურაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, თბილისის ალექსანდრე ახმეტელის სახელობის მუნიციპალური თეატრის მსახიობი; 92. ხათუნა კიკვაძე, ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; 93. ლალი თაბაგარი, რეჟისორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის დირექტორის მოადგილე; 94. ნიკოლოზ ფაიქრიძე, მსახიობი, პოეტი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი; 95. რეზო იუკურიძე, ჟურნალ „კულტურა პლუსის“ რედაქტორი“, – აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.