ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს - წადი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის
ნობელის პრემიის ლაურეატი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართავს „ლამაზად წავიდეს“.
რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მწერალი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოიპოვა.
„მინდა ვთქვა ის, რაც მშვენივრად თქვა სვეტლანა კალინკინამ – წადი ლამაზად. თუმცა აღარ გამოვა, უკვე სისხლია. წადი, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, ვიდრე ხალხს საშინელ უფსკრულში არ ჩააგდებ, სამოქალაქო ომის უფსკრულში“, – განაცხადა ალექსიევიჩმა.
მისივე თქმით, „არავის სურს მაიდანი, არავის სურს სისხლი”.
„მხოლოდ შენ გსურს ხელისუფლება. მხოლოდ შენი სურვილი მოითხოვს სისხლს“, – მიმართავს მწერალი ლუკაშენკოს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80.08% მოიპოვა.