„ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორი - მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა, – ამის შესახებ „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი და აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
„საკმაოდ ინფორმატიული და პროდუქტიული შეხვედრა იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სტაბილურად 4000-ის ფარგლებშია, მდგომარეობა საკმაოდ დასტაბილურდა. კლინიკებში უკვე გამოინახა მეტი საწოლფონდი, კლინიკები აღიჭურვა დამატებით მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მნიშვნელოვანია ექიმის როლი, სამედიცინო პერსონალი მადლიერებისა და პატივისცემის ღირსია. ხალხიც დაიმედებულია მეტ-ნაკლებად, იმედია, რომ ამ პიკს გადავიტანთ და ჩვეულებრივ რეჟიმს დავუბრუნდებით“, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.