„ნიუსვიქი“ გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევა 30 აპრილს დაიწყება
„ნიუსვიქის“ ცნობით, უკრაინის კონტრშეტევა 30 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა სამი კვირის წინ გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
„ნიუსვიქის“ მიერ გამოქვეყნებული 20 დოკუმენტიდან ერთ-ერთში აღნიშნულია, რომ უკრაინის კონტრშეტევაში, სავარაუდოდ, ცხრა ბრიგადა მიიღებს მონაწილეობას.
„ტექნიკის საერთო რაოდენობა, რომელიც მათთვის არის აუცილებელი, მოიცავს 253 ტანკს, 381 ერთეულ მექანიზებულ ტექნიკას, 480 ერთეულ ავტომობილს და 147 ერთეულ საარტილერიო დანადგარს და დამატებით 571 ერთეულ ამერიკულ დაჯავშნულ ავტომობილს“, – ნათქვამია ტექსტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ კონტრშეტევისთვის აუცილებელი უკრაინელი ძალების მომზადება უკრაინის საზღვრებს გარეთ ხდება.