„ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ექიმი მირზა ხინიკაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციიდან კლინიკაში მძიმედ დაშავებული გოგონა შეიყვანეს, არ შეესაბამება სიმართლეს
„ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ ექიმი, ნეიროქირურგი მირზა ხინიკაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციიდან კლინიკაში მძიმედ დაშავებული გოგონა შეიყვანეს, არ შეესაბამება სიმართლეს.
მისივე თქმით, ორ წელზე მეტია, კლინიკას არ აქვს სასწრაფო გადაუდებელი მიმღები და მხოლოდ გეგმურ მომსახურებას უზრუნველყოფს.
„სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ აქციაზე დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე (უკვე ორ წელზე მეტია) „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს“ არ აქვს სასწრაფო გადაუდებელი მიმღები და მხოლოდ გეგმურ მომსახურებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.