ნიუ ორლეანში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
„სიენენის“ ინფორმაციით, შემთხვევა ბურბონ სთრითზე, ფრანგული კვარტალის სიახლოვეს მოხდა.
დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ოთხი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთს კი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჰყავს თუ არა ეჭვმიტანილი პოლიციას.