ნიუ ორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ნიუ ორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნიუ ორკში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნიუ ჯერსიში იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მთელ შტატში.

ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ზიანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

მიწისძვრის გამო რამდენიმე საათით შეფერხებული იყო ნიუ იორკში აეროპორტების მუშაობა, თუმცა ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია.