ნიუ-იორკში, ბრუკლინში წითელას გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მერმა აღნიშნული გადაწყვეტილება მწვავე ინფექციური დაავადების ფართოდ გავრცელების გამო მიიღო.
ახლა ნიუ-იორკში, ინფიცირების არეალში მცხოვრებლები ვალდებულები არიან წითელაზე აცრა გაიკეთონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
„მინდა, ყველა კარგად გაიგოს, რამდენად სერიოზულია წითელა და რა სწრაფად ვრცელდება ის“, – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლასიომ პრესკონფერენციაზე.
ამერიკული მედიის ცნობით, 2018 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ქალაქში წითელას 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის 246 ბავშვი იყო. ეს ნიუ-იორკისთვის 1991 წლის შემდეგ წითელათი დაავადებულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.