ნიუ იორკში სროლის შედეგად პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე მოკლეს
ნიუ იორკში სროლის შედეგად პოლიციის ოფიცერი და შერიფის მოადგილე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 911-ზე შევიდა შეტყობინება მოპარული მანქანის შესახებ. ადგილზე მისულ პოლიციას კი ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.