ნიუ იორკში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა

12:57, 28.07.2019

ნიუ იორკში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ინფორმაციას „ნიუ იორკ პოსტი“ ავრცელებს.

ინციდენტი ბრუკლინში მოხდა. დაჭრილების საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, სროლა ქუჩაში მიმდინარე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დაიწყო.

ამჟამად პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელს ეძებს. უკვე ნაპოვნია დამნაშავის მიერ შემთხვევის ადგილზე დაგდებული იარაღი.

მსგავსი