ნიუ იორკში საქართველოს საკონსულო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
ნიუ იორკში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. საკონსულოს ინფორმაციით, 6 ივლისს ნიუ იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას.
„მესამე ფაზა ნიუ იორკში მოიცავს მხოლოდ პირადი მოვლის მომსახურებების ინდუსტრიის გახსნას.
„კოვიდ-19“-ის ინფიცირების შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ნიუ იორკის რესტორნებში შიდა სასადილო რჩება დროებით დაკეტილი.
შეგახსენებთ, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება არ არის შეჩერებული. გთხოვთ გაითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები და ატაროთ პირბადე ხალხმრავალ ადგილებში“, – აღნიშნავენ საქართველოს საკონსულოში.