ნიუ-იორკში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ასაწყობად მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი „ტვიტერზე“ ავრცელებს.
„როკფელერის ცენტრის ნაძვის ხე დღეს დილით ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის მცირე დახმარებით მიიტანეს ადგილზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
12 ტონის სიმძიმის 24 მეტრიანი ნაძვის ხე მერილენდიდან ჩაიტანეს ნიუ იორკში, მანჰენტენის ცენტრში მდებარე რეკფელერ პლაზაზე.
შობისა და ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს ტრანსპორტირებას სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ორი დღე დასჭირდა.