ნიუ იორკში, პალესტინელთა მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ნიუ-იორკში, საფონდო ბირჟასთან პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. დემონსტრაციაზე დაახლოებით 500 ადამიანი იმყოფებოდა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მიეცით ღაზას სიცოცხლის უფლება“ და „შეწყვიტეთ გენოციდის დაფინანსება“.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დემონსტრაციაზე 206 ადამიანი დააკავეს.