ნიუ იორკში მთავარი საშობაო ნაძვის ხე დაამონტაჟეს. 23-მეტრიანი ნაძვი, რომლიც 13 ტონას იწონის, მეგაპოლისში პენსილვანიიდან ჩაიტანეს. როგორც NBC იუწყება, ხე 80 წლისაა და ის ნიუ იორკს სტეიტ-კოლეჯის მცხოვრებმა ჯეუსონ პერინმა აჩუქა.
მთავარი საშობაო ნაძვის ხე ტრადიციულად მანჰეტენზე, როკფელერის პლაზასთან დადგეს. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ნაძვის ხეს 50 ათასი სანათით და სათამაშოთი მორთავენ. ნაძვის ხის კენწეროში კი “სვაროვსკის” კრისტალებისგან დამზადებულ ვარსკვლავს დაამაგრებენ, რომლის დიამეტრიც 2,9 მეტრია.
ნიუ იორკის მთავარი ნაძვის ხის განათების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება.