ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით გასული დღე-ღამის განმავლობაში 299 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“, გუბერნატორ ენდრიუ კუომოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილთაგან 276 ადამიანი საავადმყოფოში დაიღუპა, 23 კი, მოხუცთა თავშესაფრებში.
„ციფრები, რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებ და რაც ყველაზე უარესია, გარდაცვლილთა რიცხვია. ეს შემაძრწუნებლად მაღალია და ჯერ კიდევ არ ეცემა იმ სისწრაფითა და იმ რაოდენობამდე, რასაც ვისურვებდით“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.
გუბერნატორის განცხადებით, შემცირდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათში ნიუ იორკში ახალი კორონავირუსის 831 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.