ნიუ იორკში კორონავირუსი 1000-ზე მეტ პოლიციელს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიენენი“ ავრცელებს.
31 მარტის მონაცემებით, ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 1048 პოლიციელს გამოუვლინდა.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ პოლიციის ხუთი თანამშრომელი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.
ნიუ იორკში სულ 38 000 პოლიციელია.