ნიუ იორკში გასულ ღამეს საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, არეულობის შედეგად აქციაზე ათობით სამართალდამცველი დაშავდა.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დაზიანებულია პოლიციის საკუთრებაში არსებული ექვსი ავტომობილი. ქალაქში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებდა, თუმცა გასული ღამის მოვლენების შემდეგ, ქალაქის მერის გადაწყვეტილებით, დღეს კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან ამოქმედდება.