ნიუ იორკში ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო
ნიუ იორკში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სამშვიდობო შეთანხმებისა და ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებას უკავშირდება.
არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან.