გასული 24 საათის განმავლობაში, ნიუ იორკში „კოვიდ-19“-ით 507 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ გუბერნატორ ენდრიუ კუომოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის თქმით, შემცირდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. როგორც კუომო აცხადებს, თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ნიუ იორკი ვირუსის გავრცელების დაღმავალ ფაზაშია.
ენდრიუ კუომოს განცხადებით, ბრძოლა ჯერ მოგებული არ არის და დაწესებული ზომების შემსუბუქება მხოლოდ მონაცემების გაანალიზების საფუძველზე მოხდება.