ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 330 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მცირედით ნაკლებია წინა დღის მონაცემებთან შეადრებით, როდესაც შტატში „კოვიდ-19“-ით 335 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, შემცირებულია ჰოსპიტალიზებული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა.
როგორც გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ განაცხადა, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი თანდათან იკლებს, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ „საშინლად მაღალი“ რჩება.
ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 18 ათასს აღემატება.