ნიუ იორკში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 157-ით გაიზარდა
ნიუ იორკში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 157-ით გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს ბრიფინგისას გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შემცირებულია ახალი გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, რომელიც დღეისთვის 400-ს წარმოადგენს. ეს რიცხვი შეიძლება დიდად მოგეჩვენოთ, თუმცა ჩვენ 19 მილიონიანი შტატი ვართ, 50 000 საავადმყოფოს საწოლით. ჩვენ 157 სიცოცხლე დავკარგეთ. ეს რიცხვი განსაკუთრებით ჯიუტი გამოდგა, 10 მაისს ეს მაჩვენებელი 161 იყო. როდესაც ხელახლა დავუბრუნდებით გასული კვირების მაჩვენებლებს და მივუმატებთ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, მათ შორის სახლში დაღუპულთა რიცხვსაც, ეს რიცხვი ალბათ შეიცვლება“, – განაცხადა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ.