ნიუ იორკში ბავშვებში სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის გავრცელებას იკვლევენ
ნიუ იორკში ბავშვებში სავარაუდოდ კორონავირუსთან დაკავშირებული ანთებითი სინდრომის გავრცელებას იკვლევენ.
როგორც ნიუ იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, აქამდე უცნობი სინდრომი ქალაქში 38 ბავშვს აღმოაჩნდა.
სინდრომის შესახებ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომაც ისაუბრა. მისი თქმით, შტატში ამჟამად ამ დაავადების 85 შემთხვევას იკვლევენ. ამასთან ვარაუდობენ, რომ სინდრომით ნიუ იორკში სამი ბავშვი გარდაიცვალა, რომელთაგან ყველაზე პატარა ხუთი წლის იყო.
ანთებითი სინდრომის სიმპტომები კავასაკის დაავადებასა და ინფექციურ-ტოქსიკურ შოკს ჰგავს.
ბავშვებში ვირუსთან დაკავშირებული სინდრომის აღმოჩენის შესახებ საუბრობენ დიდი ბრიტანეთის საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც. ამჟამად რამდენიმე ქვეყნის მეცნიერები სინდრომის „კოვიდ-19“-თან კავშირს იკვლევენ.