ნიუ იორკში აქციაზე მოსამართლეობის კანდიდატ ბრედ კავანოს პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ [ფოტო]
ნიუ იორკში აქციაზე მოსამართლეობის კანდიდატ ბრედ კავანოს პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ [ფოტო]

ნიუ იორკში, Trump Tower-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილ ბრედ კავანოს კანდიდატურის გაუქმებას და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ.

აქციაზე დონალდ ტრამპისა და კავანოს საწინააღმდეგო ლოზუნგები ისმის. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დემონსტრაცია Trump Tower-ის ტერიტორიაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით იმართება, აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობს.

ბრედ კავანოს რამდენიმე ქალი სექსუალურ ძალადობაში სდებს ბრალს. ისინი ამტკიცებენ, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში კავანომ მათი გაუპატიურება სცადა.

ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა აშშ-ის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს კავანოს საქმის გამოძიება დაავალა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კი სექსუალური ძალადობის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულების მოპოვება ვერ შეძლო, რომელიც კავანოს ბრალეულობას ეჭვქვეშ დააყენებდა

ბრედ კავანო ყველა ბრალდებას უარყოფს.