აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 50-მდე ადამიანი კი ნავების საშუალებით გადაარჩინეს
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 50-მდე ადამიანის გადარჩენა კი ნავების მეშვეობით მოხერხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ასევე, წყალდიდობის შედეგად დაზიანდა გზები, ადიდდა მდინარეები.
ძლიერი წვიმის გამო გადაიდო ან გაუქმდა 1 000-ზე მეტი ფრენა, მათ შორის ნიუ-იორკის ლაგუარდიას და ბოსტონ ლოგანის აეროპორტებიდან. ამასთან, ლიანდაგების დატბორვის გამო Amtrak-მა შეაჩერა სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შტატის დედაქალაქ ალბანსა და ნიუ-იორკს შორის.