ნიუ იორკის შტატში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ნიუ იორკის შტატში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვის მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნიუ იორკის შტატის საავადმყოფოებში ყოველდღიურად საშუალოდ 300 კოვიდპაციენტი შეჰყავთ.
გუბერნატორ ქეითი ჰოკულის განაცხადებით, მსგავსი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ნიუ იორკის შტატში 2020 წლის აპრილიდან აღარ ყოფილა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2022 წლის 15 იანვრამდე დარჩება ძალაში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში სულ გამოვლინდა ინფიცირების 48,1 მილიონი შემთხვევა, გარდაიცვალა 776 349 ინფიცირებული.