ნიუ-იორკის შტატში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე 40 მოქალაქე დააკავეს
ნიუ-იორკის შტატში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე 40 მოქალაქე დააკავეს

მინეაპოლისში 46 წლის აშშ-ს აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო საპროტესტო აქციები ნიუ-იორკშიც გაიმართა, სადაც პოლიციამ აქციის 40 მონაწილე დააკავა.

მათ ნაწილს სამთავრობო ადმინისტრაციის მოწოდებებზე დაუმორჩილებლობის, ზოგს კი, იარაღის უკანონო ტარების ბრალდება აქვს წაყენებული.

როგორც პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა „სიენენს“ განუცხადა, საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ზამბარიანი დანა აღმოაჩნდა, ერთმა კი პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა. დაშავებულებს შორის არიან როგორც პოლიციელები, ისე საპროტესტო აქციის მონაწილეებიც.