ნიუ იორკის შტატში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 237 ადამიანი დაიღუპა
ნიუ იორკის შტატში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 237 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს განცხადებაზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია იუწყება.
შტატში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 965-ს აღწევს. პარალელურად, ვირუსის 7 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შტატში ინფიცირებულების საერთო მაჩვენებელი ამჟამად 59 513-ია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის 131 366 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსი ქვეყნის 50 შტატსა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. აშშ-ში კორონავირუსს სულ 2 328 ადამიანი ემსხვერპლა. განკურნება ამ დრომდე 3 219-მა შეძლო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარება ნიუ იორკის შტატში, განსაკუთრებით ქალაქ ნიუ იორკშია.