ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი 7.79 პროცენტით დაეცა
ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსი 7.79 პროცენტით დაეცა

ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე სამრეწველო ინდექსი, „დოუ ჯონსი“ 7.79 პროცენტით დაეცა, რაც 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა. „ეს ენდ ფი 500“-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის 500 ყველაზე მსხვილ კომპანიას აერთიანებს, 7.60 პროცენტით შემცირდა. კლება განიცადა ელექტრონული ბირჟის, „ნასდაქის“ ინდექსმაც, რომელიც 7.92 პროცენტით შემცირდა. „ეს ენდ ფი 500“-ისთვის და „ნასდაქისთვის“ ეს 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვებელია.

ინდექსების ვარდნის გამო, ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა. მსგავსი ზომა ბოლოს 1997 წელს მიიღეს. საფონდო ბირჟებზე ინდექსების შემცირებას ნავთობის ფასების ვარდნას და კორონავირუს „კოვიდ-19“-ს უკავშირებენ.

„ოპეკი“ 2020 წლის ბოლომდე დღიური მოპოვების 1.5 მილიონი ბარელით შემცირების ინიციატივით გამოვიდა, რის წინააღმდეგაც რუსეთი და ყაზახეთი წავიდნენ.