ნიუ იორკის პოლიციაში სულ მცირე სამ სინაგოგასა და მუზეუმში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა
ნიუ იორკის პოლიციაში სულ მცირე სამ სინაგოგასა და მუზეუმში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა

ნიუ იორკის პოლიციაში სულ მცირე სამ სინაგოგასა და მუზეუმში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა.

როგორც ნიუ იორკის პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, რამდენიმე მუქარა მიიღეს შაბათს, მათ შორის იყო ელ.ფოსტით გაგზავნილი მუქარა ბრუკლინის მუზეუმსა და ბრუკლინში მდებარე ერთ-ერთ სინაგოგასთან დაკავშირებით.

ცრუ შეტყობინებები ასევე შევიდა მანჰეტენზე მდებარე სინაგოგებთან დაკავშირებითაც, ხოლო ერთ-ერთი სინაგოგადან 250 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, კეიტი ჰოქული აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჰოქული წერს, რომ აქტიურად აკვირდება ნიუ-იორკის სინაგოგებში ბომბის არსებობის შესახებ მუქარების თაობაზე შეტყობინებებს.

მისივე თქმით, დადგინდა, რომ მუქარის შესახებ ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

„ჩვენ არ შევეგუებით იმ ინდივიდებს,რომლებიც შიშს და ანტისემიტიზმს თესავენ. დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთი სამარცხვინო ქმედებებისთვის“, – წერს კეიტი ჰოქული.