ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში პალესტინის მხარდამჭერი აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
ნიუ იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა კამპუსების ტერიტორია კარვებისგან გაწმინდეს. რეიდი განხორციელდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ნაწილშიც, რომელიც სტუდენტებს ჰქონდათ დაკავებული.
უნივერსიტეტის რექტორმა სამართალდამცველებს ტერიტორიაზე დარჩენა აკადემიური წლის დასრულებამდე, 17 მაისამდე სთხოვა.
ათობით პირი დააკავეს უისკონსინის შტატშიც, მადისონ-უისკონსინის უნივერსიტეტშიც.
ამერიკის უნივერსიტეტებში განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსში იმყოფება პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან პიერის განცხადებით, „ამერიკელებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუ ეს კანონის ფარგლებში ხდება“. თუმცა, შენობების ძალისმიერი გზით დაკავება, როგორც ეს კოლუმბიის უნივერსიტეტში მოხდა, „მშვიდობიანი“ პროტესტის ფარგლებს სცილდება.