ნიუ იორკის, მინოსეტის და მერილენდის დემოკრატი გუბერნატორების თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხელმეორედ არჩევას
ნიუ იორკის, მინოსეტის და მერილენდის დემოკრატი გუბერნატორების თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის ხელმეორედ არჩევას. ამის შესახებ გუბერნატორებმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
„პრეზიდენტს ყოველთვის ჰქონდა ჩვენი მხარდაჭერა. ახლაც ვუჭერთ მას მხარს“, – თქვა მერილენდის გუბერნატორმა, ვეს მურმა.
როგორც მური ამბობს, გუბერნატორები გულახდილად გამოხატავდნენ ამომრჩეველთა ნეგატიურ გამოხმაურებას ბაიდენის ცუდი დებატების გამო. მერილენდის გუბარნატორის თქმით, დებატების შემდეგ ნათელი გახლდათ, რომ 5 ნოემბრამდე იყო სამუშაო, თუმცა ბაიდენმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარჩებოდა ამ შეჯიბრში.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, კეიტ ჰოქულმა კი განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ ის უფრო თავდაჯერებულია და ყველა გუბერნატორმა გამოხატა მხარდაჭერა ბაიდენის მიმართ.
„პრეზიდენტი მონაწილეობას იღებს არჩევნებში, რათა მოიგოს“, – თქვა ჰოქულმა.
რაც შეეხება მინესოტის შტატის გუბერნატორს, ტიმ უოლცმა აღნიშნა, რომ ბაიდენის დებატები საკმაოდ ცუდი იყო, თუმცა ის გრძნობს, რომ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი შესაფერისია თანამდებობისთვის.
თეთრ სახლში ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისთან შეხვედრაზე 24 დემოკრატი გუბერნატორი იმყოფებოდა.