ნიუ იორკის მერმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა პროკლამაცია გამოსცა, რომლითაც 23 მაისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის დღედ განისაზღვრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკლამაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყანაა.
„ხაზი გაესვა ნიუ იორკში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს ქართულ-ამერიკული მეგობრობის შენარჩუნებაში“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.