ნიუ იორკის მერი - მომავალი კვირა უფრო რთული იქნება
ნიუ იორკის მერი - მომავალი კვირა უფრო რთული იქნება

ნიუ იორკის მერი ბილ დე ბლაზიო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომავალ კვირაში მეგაპოლისი სასუნთქი სისტემების მარაგს ამოწურავს, რაც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს საქმეს კიდევ უფრო გაურთულებს. ამის შესახებ „სიენენი“ (CNN) წერს.

ნიუ იორკის მერი ვარაუდობს, რომ სამშაბათის შემდეგ გაიზრდება პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სასუნთქი აპარატებით უზრუნველყოფა დასჭირდებათ. ამჟამად კი, ასეთი პაციენტების რაოდენობა 5 ათასს შეადგენს.

ბილ დე ბლაზიო მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გასვლის დროს პირბადეები გამოიყენონ ან სოციალური დისტანცია დაიცვან.

აშშ-ში კორონავირუსით 245 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაიღუპა 6 ათასზე მეტი.