ნიუ იორკის მერი - მანჰეტენზე აფეთქება ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო
მანჰეტენზე აფეთქება ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.
დაკავებული ეჭვმიტანილი ბანგლადეშის მოქალაქე, ბრუკლინის მცხოვრები, 27 წლის აკაიედ ულაა. ის ბოლო შვიდი წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა.
დაკავებული ეჭვმიტანილი დაშავებულია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ეჭვმიტანილს სხეულზე მიმაგრებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, რომელიც ამოქმედდა.
როგორც ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, ეჭვმიტანილს თან მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობაც აღმოაჩნდა.
ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად, ეჭვმიტანილის გარდა, დაშავდა სამი ადამიანი
ინციდენტი პიკის საათის დროს, ადგილობრივი დროით დილის 07:30 საათზე მოხდა.
აფეთქება 42-ე ქუჩისა და მერვე ავენიუს კვეთაზე, „თაიმს სქვერის“ მახლობლად მდებარე Port Authority-ს ავტობუსების სადგურში, სავარაუდოდ მეტროს ბაქანზე მოხდა. Port Authority-ს ავტობუსების ტერმინალი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სტარანსპორტო კვანძია.