ნიუ იორკის მერი დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი აკონტროლონ
ნიუ იორკის მერი ტრამპის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, თავი აკონტროლონ. ერიკ ადამსმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში მისასვლელად ემზადება. დონალდ ტრამპს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
როგორც ცნობილია, ტრამპის მხარდამჭერები დღეს აპირებენ საპროტესტო აქციის ჩატარებას, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინია.
„ჩვენი გზავნილი მკაფიო და მატივია, გააკონტროლეთ საკუთარი თავი. ნიუ იორკი ჩვენი სახლია, არა სათამაშო მოედანი თქვენი უადგილო ბრაზისთვის“, – განაცხადა ნიუ იორკის მერმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დღეს ნიუ იორკში დაახლოებით 35 000 პოლიციელი არის მზადყოფნაში მოყვანილი.