ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანიასთან ყველა სახის კონტრაქტს წყვეტს
ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანიასთან ყველა სახის კონტრაქტს წყვეტს

ნიუ იორკის მერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ოჯახის კომპანიასთან ყველა სახის კონტრაქტს წყვეტს.

ამის შესახებ ბილ დე ბლაზიომ ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხდა.

„თუ ტრამპის ორგანიზაცია ან მისი მმართველები დანაშაულებრივ აქტივობაში არიან ჩართულები, ჩვენ გვაქვს უფლება, გავწყვიტოთ კონტრაქტი“, – განაცხადა ნიუ იორკის მერმა.

მისივე თქმით, დანაშაულებრივ საქმიანობად ნიუ იორკის ხელისუფლება „აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის წაქეზებას“ მიიჩნევს, რაშიც დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ.

ბლუმბერგის ცნობით, ნიუ იორკთან გაფორმებული კონტრაქტიდან ტრამპის ორგანიზაცია წელიწადში შემოსავლის სახით, 17 მილიონ დოლარს იღებს.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის კომპანიებთან თანამშრომლობას წყვეტს გერმანული „დოიჩე ბანკი“. ანალოგიური განცხადება გააკეთეს ასევე ამერიკულმა ბანკებმა „ბენქ ოფ ამერიკამ“, „გოლდმან საქსმა“, „სითი გრუპმა“, „ვიზამ“, „ამერიკან ექსპრესმა“ და „მასტერქარდმა“. მათ ტრამპის მომსახურებაზე დროებით თქვეს უარი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში სდებენ ბრალს. დღეს წარმომადგენელთა პალატაში კანონმდებლები ტრამპის იმპიჩმენტს ხელმეორედ უყრიან კენჭს.