ნიუ იორკის გუბერნატორმა კორონავირუსზე ტესტი პირდაპირ ეთერში ჩაიტარა
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიური ბრიფინგის დროს, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.
„თუ ხვალ აქ აღარ ვიქნები, ეს ნიშნავს, რომ პასუხი დადებითი იყო“, – იხუმრა 62 წლის კუომომ ტესტირების შემდეგ.
ნიუ იორკის გუბერნატორმა შტატის მცხოვრებლებს მოუწოდა, გაიკეთონ ტესტი, თუ გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ, ასევე თუ კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფთან, თუ არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ან ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლები. ასევე გუბერნატორმა ტესტის ჩატარებისკენ მოუწოდა მათ, ვინც თავიანთ სამუშაოებზე შეზღუდვების შემდეგ ბრუნდება, ან თუ ისინი ურთიერთობენ საზოგადოებასთან.
ენდრიუ კუომომ ასევე აღნიშნა, რომ საკმარისი არ არის ნიუ იორკელების ის რაოდენობა, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდათ.