ნიუ იორკის გუბერნატორი - კორონავირუსი ნიუ იორკში ევროპიდან შემოიტანეს და არა ჩინეთიდან
ნიუ იორკის გუბერნატორი - კორონავირუსი ნიუ იორკში ევროპიდან შემოიტანეს და არა ჩინეთიდან

ნიუ იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს თქმით, ნიუ იორკში კორონავირუსი ევროპიდან შეიტანეს და არა ჩინეთიდან.

მისივე თქმით, ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა დაგვიანებული ნაბიჯი იყო.

„ჩვენ ჩავრაზეთ ჩინეთის კარი და ეს სწორი იყო, მაგრამ უკანა კარი ღია დავტოვეთ“, – განაცხადა კუომომ.

მისივე თქმით, ნიუ იორკის შტატში მკაცრი შეზღუდვების გაუქმება ჯერ ნაადრევია.

„ჩვენ უფრო ჭკვიანურად უნდა მოვიქცეთ, რადგან ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამაო იყოს,“ – განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა.

ნიუ იორკში, ბოლო 24 საათში კორონავირუსს 422 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, ამჟამად ნიუ იოკში „ვირუსი უკან იხევს“.