ნიუ იორკის გუბერნატორი - არავის დარწმუნება არ გჭირდებათ იმაში, რომ სამსახურებს უნდა დავუბრუნდეთ
არავის დარწმუნება არ გჭირდებათ იმაში, რომ სამსახურებს უნდა დავუბრუნდეთ, – ასე გამოეხმაურა ნიუ იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო საპროტესტო აქციებს, რომლის მონაწილეებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
„არ გჭირდებათ პროტესტი იმის დასარწმუნებლად, რომ სამსახურებში უნდა დავბრუნდეთ, სახლებიდან რომ უნდა გამოვიდეთ, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სამომავლოდ ახალი აფეთქება ავირიდოთ თავიდან“, – განაცხადა ნიუ იოკრის გუბერნატორმა.
ენდრიუ კუომოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ნიუ იორკში კორონავირუსით 478 ადამიანი დაიღუპა.