ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე იმედოვნებდა
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ შტატში, რომელიც აშშ-ში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ეპიცენტრად რჩება, საავადმყოფოებში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს, თუმცა, კუომოს თქმით, ეს კლება იმაზე ნელია, ვიდრე ელოდნენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ნიუ იორკში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 226 ადამიანი გარდაიცვალა. გასული დღის მაჩვენებლებთან შედარებით, ეს რიცხვი 54-ით შემცირებულია.
„ეს არის რიცხვი, რომელიც ყოველთვის მახსოვს და რომელიც არ იკლებს ისეთი სისწრაფით, როგორის ნახვასაც ვისურვებდით“, – განაცხადა ბრიფინგისას კუომომ.
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი აცხადებს, რომ ახლა მთავარი შეკითხვაა, რა სისწრაფით დაიკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა და რამდენად შემცირდება.