ნიუ იორკის გუბერნატორი აცხადებს, რომ კორონავირუსი პიკს ნიუ იორკში სავარაუდოდ 21 დღეში მიაღწევს
ნიუ იორკის გუბერნატორის განცხადებით, ახალი კორონავირუსი ნიუ იორკში პიკს სავარაუდოდ 21 დღეში მიაღწევს. ეს განცხადება ენდრიუ კუომომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნიუ იორკში „კოვიდ-19“- ით 39 000 ადამიანია დაინფიცირებული. დაღუპულია 461 პაციენტი.