„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სამხედროების ნაწილი გამოიყვანა, კონტინგენტის დიდი ნაწილი კი უკრაინაში გადაისროლა
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-300-ები და სამხედროების ნაწილი გამოიყვანა. მედიის ცნობით, საუბარია 1 600-მდე სამხედროზე.
გამოცემა დასავლელ და ისრაელის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონტინგენტის დიდი ნაწილი რუსეთმა უკრაინაში გადაისროლა.
ამ ინფორმაციას გამოცემას ორი დასავლელი დიპლომატი და ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი უდასტურებს.