„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი
დონალდ ტრამპს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან, ცნობილი იყო, რომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 2016 წელს პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის საქმეზე წაუყენებდნენ ბრალს. თავად ტრამპი არცერთ დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც მედია წერს, ამჟამად ტრამპი მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს ოთხში იმყოფება, სადაც ის მოსამართლის წინაშე წარდგება, რომელიც აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ვარაუდობენ, რომ ტრამპს გირაოთი გაათავისუფლებენ, რის შემდეგაც ის ფლორიდაში დაბრუნებას და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.
როგორც მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული.