„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ირანმა რუსეთს თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების მიწოდება სთხოვა, რადგან ისრაელთან ომისთვის ემზადება
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ირანმა რუსეთს თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების მიწოდება სთხოვა, რადგან ისრაელთან ომისთვის ემზადება. როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ ორ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, ირანმა რუსეთს უკვე მიმართა თხოვნით, მიაწოდოს თეირანს რადარები და ანტისაჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები და რუსეთიდან ირანში მათი მიწოდება უკვე დაწყებულია.
გამოცემის ცნობით, ამ თემაზე საუბარი ირანში რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შოიგუ შეხვდა ირანის ახალარჩეულ პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალს, მოჰამედ ბაღერის და ირანის ეროვნულ უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანს.
„რუსეთი მზადაა, სრულფასოვნად ითანამშრომლოს ირანთან რეგიონულ საკითხებში“, – განაცხადა შოიგუმ.