„ნიუ იორკ თაიმსი“ - რუსეთი ახორციელებს დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით, მათ შორის სომხეთიდან და ყაზახეთიდან
რუსეთი ახორციელებს დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით, მათ შორის სომხეთიდან და ყაზახეთიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობთ, საგადასახადო და სავაჭრო მაღალჩინოსნებმა შენიშნეს ჩიპების და სხვა ელექტრონული კომპონენტების გაყიდვების ზრდა რუსეთში სომხეთის, ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების გავლით.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, აშშ და მისი მოკავშირეები იბრძვიან, რათა იარაღის სისტემებისთვის, უპილოტო თვითმფრინავებისა და ტანკებისთვის საჭირო ჩიპები რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.
„აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს ბეჭდით მონიშნულ ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს სომხეთმა 515 პროცენტით მეტი ჩიპი და პროცესორი შემოიტანა შეერთებული შტატებიდან და 212 პროცენტით მეტი ევროკავშირიდან, ვიდრე 2021 წელს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემდეგ სომხეთმა იმავე პროდუქციის 97 პროცენტი რუსეთში გაატარა. სხვა დოკუმენტში მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა ჩიპებისა და კომპონენტების რვა კატეგორია, რომლებიც მიჩნეულია კრიტიკულად რუსული იარაღის განვითარებისთვის, რომელიც აღმოაჩინეს რუსული საკრუიზო რაკეტის ერთ-ერთ მოდელში, X-101-ში“, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.