„ნიუ იორკ თაიმსი“ - კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა განიხილოს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები
„ნიუ იორკ თაიმსი“ - კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რათა განიხილოს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მალე რუსეთში ჩავა, რათა განიხილოს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. გამოცემა ინფორმაციას ამერიკული და სხვა დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ანონიმური წყაროს თქმით, კიმ ჩენ ინი, დიდი ალბათობით, ვლადივოსტოკში თავისი ჯავშანმატარებლით ჩავა და შეხვდება პუტინს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 10-13 სექტემბერს გაიმართება.

„პუტინს სურს, დაარწმუნოს კიმი, რომ რუსეთს გაუგზავნოს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ხოლო კიმ ჩენ ინს სურს, რომ რუსეთმა მიაწოდოს ჩრდილოეთ კორეას მოწინავე სატელიტური ტექნოლოგიები და ბირთვული წყალქვეშა ნავები“, – წერს გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“.