„ნიუ იორკ თაიმსი“ - ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა
ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ხამენეიმ ბრძანება ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასცა, მიზეზად კი „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაასახელა.
ცნობისთვის, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში გასულ ღამეს, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მოკლეს. მისი საცხოვრებელი რეზიდენცია ირანის დროით შუაღამის 02:00 საათზე დაიბომბა. „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ისმაილ ჰანიეს ლაჩრული მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება“. ხოლო ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.